მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის არმია აცხადებს, რომ თავდასხმისას უკრაინელ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ

რუსული არმია

რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის დროს უკრაინის სასაზღვრო სამსახურს „არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვა „ჩაახშვეს“.

გარდა ამისა, რუსმა სამხედროებმა უარყვეს უკრაინული ძალების განცხადება, თითქოს, მათ რამდენიმე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

მათი თქმით, ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ ტელემიმართვაში განაცხადა.

 „ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ“, - განაცხადა მან.

ამავე თემაზე: 

🔴 რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავენ - მოსკოვი

🔴 „აშშ-ის მთავრობა ვერ შეძლებს მოქალაქეების ევაკუაციას უკრაინიდან და მოვუწოდებთ მათ სიფრთხილისკენ“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი