მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავენ - მოსკოვი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავენ.  ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. 

ამავე განცხადების მიხედვით, უკრაინის ქალაქებზე და სამშვიდობო დასახლებებზე სარაკეტო, საავიაციო ან საარტილერიო დარტყმა არ განხორციელებულა.

„ზუსტი მაღალტექნოლოგიური იარაღით სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე, სამხედრო აეროდრომებზე და უკრაინულ ავიაციაზე დარტყმები განხორციელდა“, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ ტელემიმართვაში განაცხადა.

„ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ“, - განაცხადა მან.

 ამავე თემაზე:

📎 როგორ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება

📎 უკრაინელებმა ორი რუსული ტანკი და სატვირთოები გაანადგურეს

📎 რუსეთის არმია აცხადებს, რომ თავდასხმისას უკრაინელ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ

📎 კიევი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით იბომბება - ჟურნალისტი

📎 პუტინმა ომის გზა აირჩია - ბაიდენი

📎 უკრაინა საჰაერო სივრცეს კეტავს

📎 უკრაინამ საომარი მდგომარეობა შემოიღო