მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის განცხადებით, უკრაინა დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიაზე ინახავს

ჩერნობილი

რუსული მხარე უკრაინას დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიაზე განთავსებაში ადანაშაულებს.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ მიწოდებული „ჰაიმარსის“ სარაკეტო დანადგარები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო საბრძოლო მასალა უკრაინამ რივნეს ატომურ ელექტროსადგურზე განალაგა. 

„უკრაინის შეიარაღებული ძალები ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიაზე დასავლეთის მიერ მოწოდებულ იარაღსა და საბრძოლო მასალას ინახავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსულ მხარეს თავისი განცხადების შესახებ მტკიცებულებები ჯერჯერობით არ წარმოუდგენია. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 პუტინის განცხადებით, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს ყველა შესაძლებლობა აქვს, იყოს მიზიდულობის ცენტრი ყველა სახელმწიფოსთვის

🔴 ლავროვი სამუშაო ვიზიტით სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა

🔴 მასობრივი სროლა ლუიზიანას ღამის კლუბში - დაჭრილია 12 ადამიანი

🔴 კალიფორნიაში მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა

🔴 ზელენსკი - 50 ტანკი პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ მსოფლიოს ერთიანობას აჩვენებს