მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის სამხედრო კოლონა, რომელიც კიევის გარეუბნამდე მივიდა, 64 კილომეტრის სიგრძისაა - UNIAN

რუსეთის სამხედრო კოლონა, რომელიც კიევის გარეუბნამდე მივიდა, 64 კილომეტრის სიგრძისაა

Maxar Technologies-ის ახალი სატელიტური გამოსახულება აჩვენებს, რომ რუსული სამხედრო კოლონა, რომელმაც კიევის გარეუბნამდე მიაღწია, იმაზე გრძელია ვიდრე ადრე ეგონათ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

საოკუპაციო ძალების მძიმე ტექნიკის კოლონა საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მწკრივში ჩაყენებული ტანკები და სხვა სამხედრო მანქანების კოლონა სიგრძით 64 კილომეტრს შეადგენს.

დიდი სამხედრო კოლონა შედგება ჯავშანტექნიკისგან, ტანკებისგან, ბუქსირებული არტილერიისგან და სხვა მანქანებისგან.

სურათებზე ჩანს, რომ კოლონა მიდის ანტონოვის საჰაერო ბაზიდან - კიევის ცენტრიდან დაახლოებით 17 მილის დაშორებით - პრიბორსკის ჩრდილოეთით.

Maxar Technologies-ის სატელიტიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, კოლონა ანტონოვის ავიაბაზიდან ​ პრიბირსკის ჩრდილოეთამდეა გადაჭიმული და კიევის ცენტრიდან 24 კილომეტრითაა დაშორებული.

Maxar Technologies-ის ასევე სატელიტით გადაღებული მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქიდან 32 კილომეტრის მანძილზე, ბელარუსის სამხრეთ ნაწილში სახმელეთო ძალებისა და შემტევი ვერტმფრენების დამატებითი ძალები შეინიშნება.

ამავე თემაზე:

👉 „უკრაინელები რუსებს უჩვენებენ განსხვავებას თავისუფალ ადამიანებსა და მონებს შორის“ - რეზნიკოვი

👉 „იარაღის ნებაყოფლობით დაყრისთვის რუსი ჯარისკაცები 5 მილიონ რუბლს და სრულ ამნისტიას მიიღებენ“ - რეზნიკოვი

👉 კიევის ოლქში სამშობიაროს რუსული ჭურვი მოხვდა

👉 აშშ-ის სენატში პუტინის ფსიქიკური მდგომარეობის საკითხი განიხილეს

👉 დაბომბვის გამო მარიუპოლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

👉 რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები და კლუბები სარაგბო ტურნირებზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ