მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იარაღის ნებაყოფლობით დაყრისთვის რუსი ჯარისკაცები 5 მილიონ რუბლს და სრულ ამნისტიას მიიღებენ“ - რეზნიკოვი

ალექსი რეზნიკოვი

უკრაინა იმ რუს ჯარისკაცებს, რომლებით იარაღს ნებაყოფლობით დაყრიან, სრულ ამნისტიას და კომპენსაციის სახით, 5 მილიონ რუბლს [143 ათას ლარს] სთავაზობს

დანებების მოთხოვნით რუსებს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა მიმართა. 

„მივმართავ რუს ჯარისკაცებს და ოფიცრებს. თქვენ ჩვენს მიწაზე ჩვენს მოსაკლავად და სიკვდილისთვის მოგიყვანეს. ვისაც არ გინდათ, იყოთ მკვლელი და მოკვდეთ, შეგიძლიათ გადარჩენა. ნუ შეასრულებთ მათ დანაშაულებრივ ბრძანებებს, ვინც წლების განმავლობაში ატყუებდა უკრაინასა და უკრაინელებს. ჩვენ ვთავაზობთ რუს ჯარისკაცებს არჩევანს: დაიღუპონ უსამართლო ომში ან მიიღონ სრული ამნისტია და 5 მილიონი რუბლი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ დადებენ იარაღს და ნებაყოფლობით ჩაგვბარდებიან. ამ კამპანიის მხარდასაჭერად თანხებს აგროვებენ გლობალური IT ინდუსტრიის ლიდერები. ჩვენ რუს სამხედროებს ახალი ცხოვრების დაწყებას ვთავაზობთ. ვინც უარს იტყვის ოკუპანტობაზე, მშვიდობას მიიღებს. არ იქნება წყალობა მათთვის, ვინც ოკუპანტის გზას აირჩევს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

ამავე თემაზე:

👉 პუტინმა სანქციებზე რეაგირების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

👉 არსებობს მტკიცებულება, რომ პუტინი ურალის ბუნკერში იმალება - უკრაინის შს სამინისტრო

👉 უნგრეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მისი ტერიტორიის გავლით - reuters

👉 უკრაინელი მღვდელმსახურები რუსეთის პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებენ

👉 ბრიტანეთმა რუსული გემების მის პორტებში შესვლა აკრძალა

👉 ფიფამ და უეფამ რუსეთის კლუბებსა და ეროვნულ გუნდებს ყველა ტურნირზე თამაშის უფლება შეუჩერეს