მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლტოლვილთა ყველაზე დიდი ნაკადის მოძრაობა გამოიწვია

უკრაინელი ლტოლვილები

ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უკრაინის ქალაქების ფართომასშტაბიანმა დაბომბვამ ლტოლვილთა ყველაზე დიდი ნაკადის მოძრაობა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ავრცელებს.

გაეროს ცნობებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან (24 თებერვლიდან), უკრაინა 4,4-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. იმის გამო, რომ სამხედრო ასაკის მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლის უფლება არ აქვთ, ლტოლვილების 90% ქალი და ბავშვია.

ამასთან ერთად, სახელმწიფოს ქვეყნის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 7,1 მილიონი პირიც ჰყავს.

შესაბამისად, საერთო მონაცემებით, 11,4 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, თავიანთი საცხოვრებლებიდან თავშესაფრის საძიებლად გაქცეულიყო.

გაეროს კვლევა ასევე იუწყება, რომ ყოველ მეორე დევნილ ოჯახს შვილები ჰყავთ.

UNHCR-ის თანახმად, ლტოლვილთა უმეტესობა, ანუ უკრაინის მოქალაქეთა 2,6 მილიონზე მეტი პირი, პოლონეთში წავიდა. სტატისტიკურად, რუმინეთში 670 ათასზე მეტი, ხოლო მოლდოვაში კი, 405 ათასზე მეტი ადამიანი გაიქცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანექსირებული ყირიმის, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების გარდა, უკრაინაში ომამდე, 37 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 უკრაინა: ქალაქ მაკარივში 132 ნაწამები და მოკლული ცხედარია ნაპოვნი

📌 არაერთი რუსი მკვლელი, რომელმაც ბუჩასა და ირპენში სისასტიკე ჩაიდინა, უკვე ნაპოვნია - უკრაინის უწყება

📌 შოლცი პუტინს: თქვენ თქვენი ქვეყნის მომავალს ანადგურებთ

📌 რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რეგიონალური ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გაიტაცეს

📌 Google-მა დუმას ტელევიზიის YouTube არხი დაბლოკა

📌 ევროკავშირმა რუს ოლიგარქებს 30 მილიარდი ევროს ოდენობის აქტივები გაუყინა

📌 წითელმა ჯვარმა ბრიტანეთში უკრაინელი ლტოლვილებისთვის სავიზო მოთხოვნების გაუქმება მოითხოვა

📌 ზელენსკი: ტირილი აღარ შემიძლია, უბრალოდ მძულს რუსეთი

📌 ხარკოვის რეგიონი: რუსები იზიუმის შემოვლას ცდილობენ, მაგრამ მძიმე დანაკარგებს განიცდიან

📌 BBC: რუსეთმა სამხედრო რეორგანიზაცია განახორციელა - „მოველით, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსების ტაქტიკა გაუმჯობესდება“

📌 უკრაინის პროკურატურა: რუსეთის შეჭრიდან უკრაინაში 176 ბავშვი დაიღუპა

📌 ჯო ბაიდენმა რუსული ნავთობისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტის აკრძალვას ხელი მოაწერა

📌 საფრანგეთი მზად არის რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალოს

📌 რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ფინეთი და შვედეთი შესაძლოა NATO-ს მალე შეუერთდნენ