მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა 9 მაისს უკრაინის წინააღმდეგ ომი, შესაძლოა, ოფიციალურად გამოაცხადოს - CNN

რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, 9 მაისს ოფიციალურად გამოუცხადოს ომი უკრაინას. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„აშშ-ისა და დასავლელი ოფიციალური პირების აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს, რაც რუსეთს სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციის საშუალებას მისცემს იმ ფონზე, როცა ისინი ცდილობენ აღმოსავლეთი და სამხრეთი უკრაინის დაპყრობას გეგმავენ“, - აცხადებენ აშშ და დასავლელი ოფიციალური პირები.

დღემდე, რუსეთის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ კონფლიქტი მხოლოდ „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“, რომლის მთავარი მიზანი უკრაინის „დენაციფიკაციაა“.

„ვფიქრობ, პუტინი შეეცდება გადაინაცვლოს თავისი „სპეციალური ოპერაციიდან“. ის აყალიბებს საფუძველს იმისთვის, რომ შეძლოს თქმა: ნახეთ, ეს ახლა ომია ნაცისტების წინააღმდეგ და რაც მე მჭირდება, არის მეტი ხალხი, მეტი საზარბაზნე ხორცი,“ - განუცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა LBC Radio-ს.

მედიის ცნობით, 9 მაისს ომის ოფიციალურმა გამოცხადებამ შესაძლოა, გააძლიეროს რუსეთის მოქალაქეები და გაზარდოს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა. რუსეთის კანონმდებლობით, ეს, ასევე, საშუალებას მისცემს პუტინს მოახდინოს სარეზერვო ძალების მობილიზება და წვევამდელების გაწვევა, რომლებიც ოფიციალური პირების თქმით, რუსეთს ძალიან სჭირდება მუშახელის დეფიციტის ფონზე.

გამოცემის ცნობით, 9 მაისის სხვა ვარიანტები მოიცავს ლუგანსკის და დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას, სამხრეთით ოდესაზე თავდასხმის გააქტიურებას ან მარიუპოლზე სრული კონტროლის გამოცხადებას.

ამ საკითხზე კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გააკეთა და აღნიშნა, რომ „დიდი ირონიაა, თუ მოსკოვი „გამარჯვების დღეს“ ომის გამოსაცხადებლად გამოიყენებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვისგან 9 მაისამდე მეტს გავიგებთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ უფრო მეტს გაიგებთ შეერთებული შტატებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან, მათ შორის ნატოს პარტნიორებისგან, ასევე 9 მაისამდე“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პუტინმა უკვე აირჩია მემკვიდრე - ვინ არის ნიკოლაი პატრუშევი?

✔️ 25-ე ბრიგადის მეომრებმა საარტილერიო დარტყმით მტრის ორი ტანკი და ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანა გაანადგურეს - ვიდეო

✔️ უკრაინელებმა იზიუმთან დიდი რაოდენობით რუსული მძიმე ტექნიკა გაანადგურეს - ვიდეო

✔️ „უნგრეთმა უკრაინაზე თავდასხმის მომზადების შესახებ იცოდა და ტერიტორიის ნაწილი მიღება სურდა“ - დანილოვი