მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა უკვე აირჩია მემკვიდრე - ვინ არის ნიკოლაი პატრუშევი?

ნიკოლაი პატრუშევი

ბოლო დროს მედიაში გავრცელდა ჭორები აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ეს აჩენს კითხვას მისი მემკვიდრის შესახებ. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს შეუძლია დროებით შეცვალოს მსოფლიოს მთავარი სისხლიანი დიქტატორი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

1-ელ მაისს, ტაბლოიდმა The Sun გამოაქვეყნა სტატია პუტინის ჯანმრთელობის შესახებ. როგორც ამბობენ, მას პარკინსონის დაავადება და შიზოაფექტური აშლილობა აქვს. გამოცემის ცნობით, გრძელვადიანი დაავადების შემთხვევაში ძალაუფლება გარკვეული დროით რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს გადაეცემა.

ტელეგრამის არხი Generall SVR წერს, რომ დღეს პუტინზე ყველაზე დიდი გავლენა პატრუშევს აქვს.

„ასევე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში, ქვეყნის ფაქტობრივი კონტროლი დროებით პატრუშევს გადაეცემა“, - წერენ ჟურნალისტები.

ნიკოლაი პატრუშევი 70 წლისაა. ის 1999-2008 წლებში რუსეთის ფედერაციის FSB-ს დირექტორი იყო. 2008 წლის მაისიდან კი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანია.

ჯერ კიდევ 2006 წელს ის პოლიტიკურმა ექსპერტებმა პუტინის პრეზიდენტობის ერთ-ერთ შესაძლო მემკვიდრედ დაასახელეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ დასავლეთი სანქციების ხაფანგში გაება - The Hill

კრასნოდარში დამპყრობლების ათობით ახალი საფლავი აღმოაჩინეს - უკრაინული მედია

⭕ „ლავროვის განცხადება უპატიებელია“ - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

⭕ „უკრაინა გერმანიას არაფრად აგდებს“ - რუსული მედია

⭕ 🎥 უკრაინელებმა ზმეინის კუნძულთან ორი რუსული ნავი გაანადგურეს - ვალერი ზალუჟნი