მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა თითქმის ამოწურა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების მარაგი - ბრიტანული დაზვერვა

ირანული დრონი

უკრაინაზე მასიური თავდასხმების შემდეგ, რუსეთმა თითქმის ამოწურა ირანული დრონების ამჟამინდელი მარაგი. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ყოველდღიურ გამოქვეყნებულ რეზიუმეში ვკითხულობთ.

სექტემბრიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ირანული წარმოების ასობით უპილოტო საფრენი აპარატი (UAV) გაუშვა. ისინი წარმოადგენდნენ ერთჯერადი უპილოტო საფრენი აპარატების და უფრო ტრადიციული მრავალჯერადი გამოყენების იარაღის სისტემების ნაზავს.

რუსეთმა ეს იარაღი ფართოდ გამოიყენა ტაქტიკური სამხედრო მიზნებისა და უკრაინის ელექტრო ქსელის წინააღმდეგ.

ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ 17 ნოემბრის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

„რუსეთმა, სავარაუდოდ, თითქმის ამოწურა თავისი ამჟამინდელი მარაგი, მაგრამ შეეცდება მის შევსებას. იგი, სავარაუდოდ, შეძლებს უპილოტო საფრენი აპარატების შეძენას საზღვარგარეთიდან უფრო სწრაფად, ვიდრე მას შეუძლია ახალი ფრთოსანი რაკეტების წარმოება ქვეყნის შიგნით“, - წერს ბრიტანული დაზვერვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ვარდების რევოლუციიდან 19 წლის თავზე რომ ქურქუმალ ვაიტის გარდა, შესათავაზებელი აღარაფერი გაქვს პარტიას, კი უნდა გამოაცხადო თვითლიკვიდაცია“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

👉 ბრიტანეთმა უკრაინას პირველად გადასცა Sea King-ის სამი ვერტმფრენი - ბენ უოლესი

👉 „თუ ჩემი პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას ქართულ პოლიტიკაში, მე ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ ამ პარტიაში“ - ხატია დეკანოიძე

👉 „თაკო, გეყოფა, გრცხვენოდეს“ - ანზორ მელია თაკო ჩარკვიანს

👉 ხაბეიშვილს თავმჯდომარის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს - ხატია დეკანოიძე