მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თაკო, გეყოფა, გრცხვენოდეს“ - ანზორ მელია თაკო ჩარკვიანს

ანზორ მელია, თაკო ჩარკვიანი

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ახსენა და მას სააკაშვილის „ხმებით მოსული თავმჯდომარე“ უწოდა.

„პარტიის დამფუძნებელი (პუტინის პირადი პატიმარი), მოწამლული მესამე პრეზიდენტი კვდება, მისი ხმებით მოსული თავმჯდომარე მელია კი მისი მისამართით ამომრჩევლის მიერ გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილოა და „გულდაწყვეტილია“ თურმე... გააგრძელეთ, „ბატონებო და ქალბატონებო“ მელიას „გულმხურვალე გულშემატკივრობა“ - სირცხვილია, სხვა თუ არაფერი! დღეს უმოქმედობა - მკვლელობაში თანამონაწილეობაა“, - დაწერა ჩარკვიანმა.

პოსტს კომენტარებში ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გამოეხმაურა: „თაკო, გეყოფა. გრცხვენოდეს!“

თავის მხრივ, ჩარკვიანმა მელიას უპასუხა: „ანზორ, მეგონა, „ამ სიტყვებს“ ნიკას ეტყოდი, მაგრამ ვხედავ, არ იცი ყველაფერი, რაც იკადრა ნიკამ პირადად ჩემ მიმართ და (ოჯახის მიმართ). ასე რომ, ამიტომ აღარ გიპასუხებ, თავად ნიკას კი არ ეყოფა - არ ჰყოფნის ვაჟკაცობა, ყველაფერი თავად მოგიყვეს. სამწუხაროა, თუმცა შენ მიმართ ჩემი დამოკიდებულება არასდროს შეიცვლება - შენს ამ კომენტარს ასე მივიღებ: ყველაფერი არ იცი, ანუ არცოდნა არცოდვაა“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ხაბეიშვილს თავმჯდომარის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს - ხატია დეკანოიძე

👉 რუსებს კიდევ 3-4 მასიური სარაკეტო თავდასხმის განხორციელება შეუძლიათ - ოლექსი დანილოვი

👉 რუსეთი ამზადებს ყალბი დროშის შეტევას ბელგოროდის რეგიონზე - ISW

👉 რუსებმა ზაპოროჟიეში სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, დაიღუპა ახალშობილი

👉 თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა