მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

რუსეთმა უკრაინაში აზერბაიჯანული SOCAR-ის ნავთობის საწყობი დაბომბა, არიან დაჭრილები

სოკარის დაბომბვა

2025 წლის 8 აგვისტოს ღამეს რუსეთმა ოდესის რეგიონში აზერბაიჯანული ნავთობკომპანია SOCAR-ის ნავთობის საწყობზე „შაჰედის“ ტიპის დრონებით საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რამაც ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია და დიზელის საწვავი მილსადენი დააზიანა. ინფორმაცია ევროპარლამენტს უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა აცნობეს. 

სამაშველო სამსახურებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. ევროპარლამენტის წარმომადგენლების თქმით, რუსული დარტყმის შედეგად, მძიმედ დაშავდა კომპანიის ოთხი თანამშრომელი, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწიათ და ამ ეტაპზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამჟამად, დგინდება ზარალის მასშტაბი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

„ოფიციალური გამოძიების მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ „შაჰედის“ ტიპის 5 დრონის დარტყმის ადგილი ნათლად მიუთითებს, რომ თავდასხმის მთავარი სამიზნე ნავთობის საწყობი იყო“, - აღნიშნავენ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბოლო დროს, ეს უკვე მეორე, მიზანმიმართული თავდასხმაა უკრაინაში აზერბაიჯანთან დაკავშირებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. 

კონკრეტულად, მანამდე თავდასხმა განხორციელდა ორლოვკას ბენზინგასამართ სადგურზე, რომელიც რუმინეთის საზღვართან მდებარეობს. სადგური ტრანსბალკანური გაზსადენის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომლის მეშვეობითაც, აზერბაიჯანელების გაზის უკრაინაში გადატუმბვა იგეგმება.