მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთს აქვს ზარალის ანაზღაურებისთვის საჭირო პოტენციალი“ - დიმიტრი პესკოვი

პესკოვი პუტინზე და ზელენსკიზე

კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით რუსეთი დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქციების „მოხსნას“ შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

„დასავლეთის სანქციები, რომლებიც რუსეთს დაეკისრა, საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას აქვს ზარალის ანაზღაურებისთვის საჭირო პოტენციალი“, - განაცხადა პესკოვმა. 

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ქვეყნის მნიშვნელოვან მინისტრებს შეხვდება, მათ შორის ფინანსთა მინისტრსა და ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს, რათა ეკონომიკურ საკითხებზე იმუშაოს.

„ვლადიმერ პუტინი ეკონომიკურ საკითხებზე იმუშავებს“, - დასძინა მან. 

რუსეთში რთული ეკონომიკური სიტუაცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად, დასავლეთის ფინანსურ ბაზრებზე რუსული ბანკები აკრძალა, ასევე, შეუწყვიტა ურთიერთობა ცენტრალურ ბანკთან, სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებთან და ფინანსთა სამინისტროსთან.

შედეგად, რუსეთის ცენტრალურ ბანკს ძირითადი საპროცენტო განაკვეთის გაორმაგება მოუწია, 20%-მდე 9,5%-დან.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

აღნიშნული მოქმედებების გამო რუსეთს დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირისა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა რიგი სანქციები დაუწესეს, რაც რუსული ეკონომიკისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად.

იხილეთ აგრეთვე:

📎 ზელენსკის ქმედებებს უკრაინელთა 90%-ზე მეტი უჭერს მხარს - გამოკითხვის შედეგები ცნობილია

📎 „მე ნამდვილად არ მჯერა ამ შეხვედრის შედეგის, მაგრამ დაე, სცადონ“ - ზელენსკი

📎 ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს ხელფასის სახით თვეში 100 000 გრივნას გადაუხდის

📎 აშშ გამოეხმაურა პუტინის გადაწყვეტილებას ატომური იარაღის მომზადების შესახებ

📎 რუსეთმა წამმზომი ჩართო - უკრაინას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა, ადგილობრივი დროით, 15:00 საათამდე აქვს

📎 „თქვენი ტერიტორიიდან ჩვენ შვილებს კლავენ“ - ზელენსკი ბელარუსს მიმართავს