მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა წამმზომი ჩართო - უკრაინას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა, ადგილობრივი დროით, 15:00 საათამდე აქვს

ზელენსკი მედინსკი

რუსეთმა უკრაინის ოფიციალურ პირებს, ბელორუსის ქალაქ გომელში მოპალარაკებისთვის დასათანხმებლად, ადგილობრივი დროით, კვირის 15:00 საათამდე მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ  სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს განუცხადა, რომ ისინი დარჩებიან მათ მიერ დათქმულ დრომდე და დაელოდებიან პასუხს.

„როგორც კი მივიღებთ ამის დადასტურებას, ჩვენ დაუყოვნებლივ გავემგზავრებით მოლაპარაკებებისთვის ჩვენს კოლეგებთან შესახვედრად. ჩვენ მშვიდობის მომხრე ვართ“, - თქვა მედინსკიმ. 

რაც შეეხება ზელენსკის, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სურს მოლაპარაკება გამართოს რუსეთთან, მაგრამ უარი განაცხადა მათ წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც შეხვედრა ბელარუსში უნდა გამართულიყო.

ბელარუსი რუსეთის მოკავშირეა და უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მთავარი როლი ითამაშა. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, რუსული ჯარები  ბელარუსის საზღვრის გავლით, ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით შეიჭრნენ. ბაიდენის ადმინისტრაციამ შემდგომში სანქციები დაუწესა 9 ბელორუსულ თავდაცვის ფირმას თავდასხმის მხარდაჭერისთვის.

ზელენსკიმ პირდაპირ მიმართა ბელორუსიას  და თქვა, რომ მათი ტერიტორიიდან „აგრესიული ქმედებები“ ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოლაპარაკებების გამართვა შეუძლებელია. უკრაინამ განაცხადა, რომ ბელორუსის ტერიტორიიდან კიევის მიმართულებით გაშვებული საკრუიზო რაკეტა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს უკრაინაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის წინადადებით მიმართა.

ცნობისთვის, რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში ჩავიდა.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

📣 უკრაინელმა ბოშებმა რუსებს ტანკი მოჰპარეს - UNIAN

📣 15 ტანკი, 25 ჯავშანტრანსპორტიორი და ადამიანებით სავსე 15 ურალი - ოკუპანტები კიევისკენ დაიძრნენ

📣 კონფლიქტი, რომელიც ახლა უკრაინაშია, ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც მოხდება - ალექსანდრე ლუკაშენკო

📣 უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სატანკო ბატალიონის მეთაური დაატყვევეს - უახლესი ინფორმაცია

📣 „უფალმა დაიცვას რუსული მიწა, რომელშიც შედის რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და სხვა ტომები“ - რუსეთის პატრიარქი

📣 ყვავს უნდა ვუწოდოთ ყვავი, რუსეთის ქმედებებს გენოციდის ნიშნები აქვს - ზელენსკი

📣 „თქვენი ტერიტორიიდან ჩვენ შვილებს კლავენ“ - ზელენსკი ბელარუსს მიმართავს