მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთს არცერთი დოკუმენტის პროექტი არ წარუდგენია - ზელენსკი პესკოვს პასუხობს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო დოკუმენტის პროექტის წარდგენასთან დაკავშირებით, კრემლის ლიდერის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებას გამოეხმაურა. 

ზელენსკი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინამ რუსეთისგან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში დოკუმენტის პროექტი მიიღო. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა. 

„ჩვენთვის არავის არაფერი გადმოუცია“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა პესკოვის სიტყვებზე, რომ „ბურთი კიევის მხარესაა“ კომენტარი გააკეთა. 

„ადრე კარგად ვთამაშობდი ფეხბურთს. არის რამდენიმე წესი: ორი გუნდი და ბურთი უნდა იყოს. აქ მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს თავის თავთან თამაშობს. ბურთის მოცემისთანავე აუცილებლად ვაჩვენებთ, როგორ მოვხვდით კარში“, - დასძინა ზელენსკიმ.

ამავე თემაზე: 

„ბურთი კიევის მხარესაა, მოსკოვი რეაქციას ელოდება“ - დმიტრი პესკოვი

პუტინი: ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება

შეტევის მეორე სერია უკრაინაში რუსული გაგებით ნამდვილი ომი იქნება - პაატა ზაქარეიშვილი

➖  რუსეთმა წარმატებით გამოცადა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“

➖  რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ შს მინისტრი დააკავა