კონფლიქტები

რუსეთში ელიტებს შორის კონფლიქტი მწიფდება, სიტუაცია კრიტიკულია - ექსპერტი 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი
1656360220
დაკოპირებულია

რუსეთში კონფლიქტი მწიფდება რეგიონულ ელიტასა და ფედერალურ ცენტრს შორის. რუსეთში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კრიტიკულია. არსებობს შანსი, რომ ომი უკრაინისთვის ხელსაყრელი პირობებით ზამთრამდე დასრულდეს, - ამის შესახებ ექსპერტმა პაველ ლისიანსკიმ, სტრატეგიული კვლევებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორმა განაცხადა.

„რუსეთში მდგომარეობა უკვე კრიტიკულია. პუტინის სიკვდილით რეჟიმი არ შეიცვლება, ეს არ მოხდება“, - აღნიშნა პაველ ლისიანსკიმ.

მისი თქმით, რუსეთში საპროტესტო გამოსვლები სულ უფრო და უფრო იმატებს, ძირითადად ხელფასების გადაუხდელობისა და უმუშევრობის გამო. 2022 წლის ივნისის დასაწყისში საპროტესტო აქციები გაიმართა რუსეთის 80 რეგიონიდან 45-ში. სტრატეგიული კვლევებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი ყოველდღიურად აკვირდება რუსეთში არსებულ ვითარებას.

ექსპერტის აზრით, რუსეთში ფინანსების მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა, თუმცა ოკუპანტები აგრძელებენ იმის თქმას, რომ თითქოს საკმარისი ფული აქვთ.

„არსებობს ალბათობა იმისა, რომ  რუსეთი ომს უკრაინისთვის ხელსაყრელი პირობებით ზამთრის დაწყების წინ დაასრულებს“, -  დასძენს ექსპერტი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინი უკრაინის ომის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა - ISW

👉 „შეუძლებელია რუსეთთან ომამდელ ურთიერთობას დავუბრუნდეთ“ - ოლაფ შოლცი

👉 პუტინის ახლო მოკავშირე ლონდონს მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში „პირველი დარტყმით“ ემუქრება

👉 🎥 რუსეთმა კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლ

👉 „ოქროზე ემბარგო რუსეთს ყოველწლიურად 19 მილიარდ დოლარს დააკარგვინებს“ - ენტონი ბლინკენი