მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოქროზე ემბარგო რუსეთს ყოველწლიურად 19 მილიარდ დოლარს დააკარგვინებს“ - ენტონი ბლინკენი

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

„ოქროზე ემბარგო რუსეთს ყოველწლიურად 19 მილიარდ დოლარს დააკარგვინებს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„სანქციებს დრამატული შედეგები უკვე აქვს, ავიღოთ ოქრო, რომელზედაც ემბარგოს ახლა ვაცხადებთ. ეს არის რუსეთის მეორე ყველაზე მოგებიანი საექსპორტო პროდუქტი ენერგორესურსების შემდეგ. საუბარია წლიურად 19 მილიარდ დოლარზე და მისი უმეტესი ნაწილი დიდი შვიდეულის ქვეყნებში. ასე რომ, ამ ექსპორტის შეწყვეტით, ისინი ყოველწლიურად 19 მილიარდი დოლარის შემოსავალს დაკარგავენ, რაც მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას უკვე ახდენს.

„მაშინაც კი, როდესაც რუსეთი ნავთობის უფრო მაღალ ფასებში გაყიდვით შემოსავალს იღებს, ექსპორტის კონტროლის გამო ის დახარჯვას ვერ ახერხებს. რუსეთი ვერ იძენს იმას, რაც მას თავდაცვის სექტორის მოდერნიზაციისთვის, ტექნოლოგიების მოდერნიზაციისთვის, ენერგეტიკული დაზვერვის მოდერნიზაციისთვის სჭირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში, ამ სფეროების განვითარება შემცირდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინი უკრაინის ომის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა - ISW

👉 „რუსეთმა უკვე წააგო ომი“ - ენტონი ბლინკენი

👉 პუტინის ახლო მოკავშირე ლონდონს მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში „პირველი დარტყმით“ ემუქრება

👉 უკრაინა არ უნდა დათანხმდეს მშვიდობას, რომლისთვისაც ტერიტორიების დათმობა მოუწევს - ბორის ჯონსონი

👉 ხალხის ნაკლებობის გამო, რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ პილოტებს იყენებს - ბრიტანული დაზვერვა