მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დამპყრობლები დონეცკის მიმართულებით შეტევას ცდილობენ - უკრაინის გენერალური შტაბი

რუსი ოკუპანტები უკრაინაში

რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების განხორციელებას აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში, რათა დაამყარონ სრული კონტროლი დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის რეგიონებზე და შეინარჩუნონ სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი. 

გარდა ამისა, ვოლანის, პოლისიისა და სევერსკის მიმართულებით, ბელარუსის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილები აგრძელებენ დავალებების შესრულებას უკრაინა-ბელარუსიის საზღვრის გასაძლიერებლად ბრესტისა და გომელის რეგიონებში.

„ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე სარაკეტო და ბომბის დარტყმის საფრთხე რჩება“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ „ამერიკა ორ ფრონტზე იბრძვის“ - ჯო ბაიდენმა რუსეთი სურსათის გლობალურ დეფიციტში დაადანაშაულა

✔️ უკრაინაში პოლიციამ ომის დაწყებიდან დღემდე 750 დივერსანტი დააკავა

✔️ „აზოვსტალში“ კიდევ ორი მებრძოლი დაიღუპა