მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილე, რომელიც უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, მოწამლეს

არტემ უმეროვი

უკრაინის სახალხო დეპუტატი რუსტემ უმეროვი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, კიევში მოწამლეს. ამის შესახებ inforesist წერს.

როგორც სააგენტოს რუსი გამომძიებელი ჟურნალისტები უყვებიან, პოლიტიკოსი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. როგორც ცნობილია, უმეროვმა უკრაინის დელეგაცია მარტში დატოვა. 

უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ მომხდარზე დახურულ გამოძიებას აწარმოებენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მანამდე, კრემლთან დაკავშირებულ რუსულ მედიაში უმეროვის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. მას აშშ-ის აგენტობას აბრალებდნენ და ასევე, ამბობდნენ, რომ ის მოლაპარაკების პროცესის შენელებას ცდილობს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს წყარომ განუცხადა, უმეროვთან მომხდარი ინციდენტი შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მოლაპარაკებები გარკვეული დროით ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

თავად უმეროვმა მისი მოწამვლის შესახებ ინფორმაცია უარყო. მან ამის შესახებ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა და თქვა, „სადილის წინ საბჭოთა გაზეთები არ წაიკითხოთ“.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „რუსეთი ყველაფერს დაკარგავს, მათ შორის, აფხაზეთსაც“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 რუსმა ოპოზიციონერმა პუტინის შემდგომ გეგმებზე ისაუბრა - პუტინს არაფრის „გადახედვა“ არ სურს

👉 17 000 რუსი სამხედრო, 123 თვითმფრინავი - რუსული არმიის დანაკარგი ომის 33-ე დღეს

👉 პუტინი განიხილავს „კორეულ“ სცენარს უკრაინისთვის - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

👉 რატომ არ გამოიყენებს პუტინი ბირთვულ იარაღს? - ანტონ გერაშჩენკოს განმარტება

👉 ბელორუსიაში რუსი სამხედროები საწვავსა და საკვებს ალკოჰოლზე ცვლიან

👉 დასავლელი ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ რუსმა ჯარისკაცმა თავის მეთაურს ტანკით