მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი განიხილავს „კორეულ“ სცენარს უკრაინისთვის - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

რუსეტის პრეზიდენტი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, განიხილავდეს „კორეულ“ სცენარს უკრაინისთვის. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

„კიევის მახლობლად წარუმატებლობისა და უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების დამხობის შეუძლებლობის შემდეგ, პუტინი უკვე ცვლის ძირითად ოპერაციულ მიმართულებებს - ეს არის სამხრეთი და აღმოსავლეთი. არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ის განიხილავს „კორეულ“ სცენარს უკრაინისთვის. ანუ ის ეცდება ჩვენი ქვეყნების არაოკუპირებულ და ოკუპირებულ რეგიონებს შორის განაწილების ხაზი დააწესოს, ფაქტობრივად, ეს არის ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის შექმნის მცდელობა უკრაინაში“, - განაცხადა ბუდანოვმა.

ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ ოკუპირებულ ყირიმამდე სახმელეთო დერეფნის შექმნის საკითხი რუსული რეჟიმისთვის კვლავ აქტუალურია. მაგრამ ამ გეგმის განხორციელებისთვის არის მთავარი პრობლემა - ურღვევი მარიუპოლი.

ასევე, უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ოკუპანტები შეეცდებიან ოკუპირებული ტერიტორიების გაერთიანებას ერთიან კვაზისახელმწიფოებრივ ერთეულში.

„ოკუპანტები შეეცდებიან გააერთიანონ ოკუპირებული ტერიტორიები ერთ კვაზისახელმწიფოებრივ ერთეულში, რომელიც დაუპირისპირდება დამოუკიდებელ უკრაინას. ჩვენ უკვე ვხედავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე „პარალელური“ ხელისუფლების შექმნის მცდელობებს და აიძულებენ ხალხს უარი თქვან გრივნაზე. მათ შეიძლება მოინდომონ საერთაშორისო დონეზე ვაჭრობა. მაგრამ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგობა და აქციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შეიარაღებული ძალების კონტრშეტევები და ეტაპობრივი გათავისუფლება - მნიშვნელოვნად ართულებს მტრის გეგმების განხორციელებას“, - აღნიშნავს ბუდანოვი. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რას ნიშნავს რუსეთისთვის უკრაინაში მისი გენერლების ლიკვიდაცია? - სამხედრო ექსპერტის განმარტება

👉 ბელორუსიაში რუსი სამხედროები საწვავსა და საკვებს ალკოჰოლზე ცვლიან

👉 დასავლელი ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ რუსმა ჯარისკაცმა თავის მეთაურს ტანკით გადაუარა

👉 „თუ საქართველო და მოლდოვა თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით დაკავდებიან, ეს აუცილებლად დაგვეხმარება“ - დანილოვი

👉 ოკუპანტები დონბასში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას შეეცდებიან - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

👉 🎥„როდესაც იდიოტები ომობენ“ - პოპასნაში რუსმა ოკუპანტებმა ნაღმსატყორცნებიდან საკუთარ პოზიციებს ესროლეს

👉 განადგურებულია 16 600-ზე მეტი ჯარისკაცი, 1 664 ჯავშანტექნიკა, 582 ტანკი - რუსული არმიის დანაკარგი

👉 რუსეთი იაპონიის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ სადავო კუნძულებზე წვრთნებს ჩაატარებს

👉 „მთიანი ყარაბაღი არ არსებობს, ეს აზერბაიჯანია“ - აზერბაიჯანული მხარე რუსეთს პასუხობს