მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი სამხედროების მძიმედ შეიარაღებული ჯგუფი ხერსონიდან ყირიმში გაიქცა - Meduza

რუსი სამხედრო

რუსეთის მიერ ანექსირებული ხერსონის ოლქიდან კაზაკთა რაზმ „დონის“ სამხედრო ნაწილიდან რუსი სამხედროების ჯგუფი გაიქცა, რომლებიც ახლა ძებნილთა სიაში არიან შეყვანილი, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით, გაქცეულია 13 სამხედრო, რომლებმაც თან დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა წაიღეს. ისინი ყირიმის მიმართულებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორი მანქანით წავიდნენ. 

„პირების იდენტიფიცირებისა და დაკავებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, ისინი შეიარაღებულნი არიან ავტომატური იარაღით, პისტოლეტებით, ყუმბარმტყორცნებითა და ხელყუმბარებით. ისინი უკიდურესად სახიფათონი არიან, აქვთ საბრძოლო გამოცდილება, ისინი ეჭვმიტანილები არიან ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში“, - აღნიშნულია ყირიმის „ხელისუფლების“ განცადებაში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ დანილოვი: რუსეთიდან წასული კაცების რაოდენობა ორჯერ აღემატება მობილიზებულთა რაოდენობას

✔️ საზოგადოება გამოკვებეს პროპაგანდით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იმსახურებს რაიმე სახის შეშფოთებას - ხატია დეკანოიძე

✔️ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე წიხლებს იქნევდა - ლევან ხაბეიშვილი ინციდენტზე

✔️  „ჩანჩურა, კურდღელო, ქათამო...“ - ლევან ხაბეიშვილს ხარაგაულში დაუპირისპირდნენ

✔️ რუსეთში ალა პუგაჩოვას სიმღერები აკრძალეს