მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში უკრაინის მხარეს მებრძოლი ხორვატიის მოქალაქე დააკავეს

ვითარება მარიუპოლში

რუსულმა არმიამ ხორვატიის მოქალაქე დააკავა, რომელიც მარიუპოლში უკრაინის მხარეს იბრძოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ხორვატიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაადასტურა, რომ ინფორმირებულია რუსების მიერ ხორვატიის დაკავებული მოქალაქის შესახებ და მუშაობს უკრაინის ხელისუფლებასთან სიტუაციის მოსაგვარებლად. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქის უსაფრთხოებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს. ხორვატიის მოქალაქის დაკავებამდე, რუსმა აგრესორებმა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს დააკავეს, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძოდა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ აშშ-მა პასუხი უნდა აგოს კიევის „რეჟიმის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე - ვიაჩესლავ ვოლოდინი

✔️ აშშ-ის პირველი ლედი უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა

✔️ ნატო ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - იენს სტოლტენბერგი

✔️ რუსეთისა და ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციები საერთაშორისო ფედერაციიდან გარიცხეს

✔️ ქალაქი პოპასნაია 80%-ით რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა - რამზან კადიროვი