მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული არმიის საუკეთესო ნაწილები ნადგურდება, გაზაფხულზე უკრაინა გადავა ძლიერ კონტრშეტევაზე - ზალუჟნის მრჩეველი

ზალუჟნის მრჩევალი

ყოველთვიურად რუსული არმია უკრაინაში 25 000-მდე ჯარისკაცს კარგავს. სამჯერ მეტი აგრესორი ქვეყნის ჯარისკაცი დაიჭრა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მრჩეველმა, ამერიკელმა ოფიცერმა დენ რაისმა განაცხადა

„მჯერა, რომ ბახმუტი ის ადგილია, სადაც რუსული ჯარი წავიდა სასიკვდილოდ“, - აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მრჩეველი.

რაისმა აღნიშნა, რომ პუტინი აგრძელებს შეცდომის დაშვებას და ომის ყველა პრინციპს არღვევს.

„ერთი წლის წინ მან შეუტია უკრაინას არასწორ თვეში. მაგრამ მან მაინც განაგრძო შეტევა. რუსებმა დაკარგეს ბევრი რუსი სამხედრო“, - აღნიშნა ზალუჟნის მრჩეველმა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ამჟამად თვეში დაახლოებით 25 000 რუს ჯარისკაცს კლავენ. რაისი მიიჩნევს, რომ მარტში რიცხვები დაახლოებით იგივე იქნება.

რაისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა რუსული არმიის საუკეთესო ნაწილები ნადგურდება, რადგან ეს საშინელი დროა თავდასხმისთვის.

„ასე რომ, როდესაც შეტევის დრო დადგება, გაზაფხულზე, უკრაინას ეყოლება ბევრად უფრო ძლიერი არმია, ბევრად უკეთესი უსაფრთხოება, ვიდრე ერთი წლის წინ. უკრაინა უნდა წავიდეს შეტევაზე პოზიციების დასაბრუნებლად. მჯერა, რომ ამ გაზაფხულზე უკრაინას ექნება ძალიან ძლიერი კონტრშეტევა, რომელიც შოკში ჩააგდებს მსოფლიოს“, - დასძინა რაისმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 ბრძოლები იმდენად ინტენსიურად მიდის, რომ უკრაინა ყოველდღიურად 7000-მდე ჭურვს იყენებს - სტოლტენბერგი

👉 თუ რუსეთს არ სურს ტანკების მწყობრიდან გამოყვანა, შეუძლია, უკრაინიდან გაიყვანოს მებრძოლები - კირბი პუტინის მუქარაზე

👉 თუ უკრაინას ბირთვულ კომპონენტიან იარაღს გადასცემენ, იძულებული ვიქნებით ვიმოქმედოთ - პუტინი

👉 „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში - ISW