„სამხრეთ ოსეთი“ რუსეთთან გაერთიანების შემთხვევაში, რუსეთისთვის ტვირთი არ გახდება, რადგან მოსკოვი მრავალი წლის განმავლობაში დახმარებას უწევს ცხინვალს“, - ამის შესახებ დსთ-ს სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.
„თუ ვინმემ იტყვის: „რაში გვჭირდება კიდევ ერთი ქვა ყელზე?“ - მე მას აქ იმედს გავუცრუებ. რუსეთი დღეს უკვე ეხმარება „სამხრეთ ოსეთს“ - არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკის სფეროშიც. უცნაური იქნებოდა, ეს რომ არ გაეკეთებინა. ჩვენ არასოდეს მივატოვებთ მოძმე სამხრეთ ოსელ ხალხს“, - აღნიშნა კალაშნიკოვმა.
ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკამ უნდა დანიშნოს რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლისთვის და მალე „სამხრეთ ოსეთი“ მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი იქნება.
აგრეთვე წაიკითხეთ: