უკრაინაში, კერძოდ, სევეროდონეცკში ქართველი მებრძოლები დაიჭრნენ. დაჭრილთა ნაწილი თანამებრძოლებმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
გარდა სევეროდონეცკისა, მძიმე ბრძოლებია სლავიანსკშიც, სადაც, ასევე, იბრძვიან ქართველები.
„რამდენიმე დაჭრილი უკვე გადაყვანილია უჟგოროდის ბაზაზე. ახლა ყველაზე რთული მდგომარეობა არის სევეროდონეცკის მიმართულებით, ქალაქის ბრძოლა მიდის. კონტაქტური ბრძოლა მიდის დასახლებულ პუნქტში“, - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა ვანო ნადირაძემ.
შეგახსენებთ, 4 ივნისს, უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან ქართველი სამხედრო, 41 წლის გიორგი გრიგოლია დაიღუპა.