მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სევეროდონეცკში ოკუპანტებმა უკრაინის ქვედანაყოფები, არტილერიის გამოყენებით, ქალაქის ცენტრიდან განდევნეს, მძიმე ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

სევეროდონეცკში ოკუპანტებმა უკრაინის ქვედანაყოფები, არტილერიის გამოყენებით, ქალაქის ცენტრიდან განდევნეს, მძიმე ბრძოლა გრძელდება

სევეროდონეცკში ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქის ცენტრიდან განდევნეს, მძიმე ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. 

„სევეროდონეცკის მიმართულებით, ოკუპანტმა, არტილერიის მხარდაჭერით, ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები, მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განდევნა ქალაქის ცენტრიდან, ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში. 

გენერალური შტაბის ცნობით, დონეცკის მიმართულებით, საოკუპაციო ძალები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე, რათა ალყაში მოაქციონ უკრაინული ძალები ქალაქების, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ტერიტორიებზე. ოკუპანტი ბლოკავს ლოგისტიკური მიწოდების მარშრუტებს ბახმუტის დასახლებაში.

„ოკუპანტი განაგრძობს ზომებს დანაკარგების ასანაზღაურებლად. კრემენნაიასა და სტარობელსკის დასახლებული პუნქტების მიმართულებით 80 ერთეულზე მეტი იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები, გადაიტანეს”, - აღნიშნავენ უკრაინის გენშტაბში.

ამასთან, სლავიანსკის მიმართულებით, რუსულმა ქვედანაყოფებმა თავიანთი ძირითადი ძალისხმევა მიმართეს დოლინასა და ბოგოროდიჩნოეს დასახლებებზე თავდასხმის განხორციელებაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ ამ მიმართულებით, ჯარების ლოგისტიკური მხარდაჭერის ფარგლებში, 100 ერთეულზე მეტი დაზიანებული ჯავშანტექნიკა და საავტომობილო ტექნიკა შეცვალა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ლიმანის მიმართულებით მტერს აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ჩაუტარებია და ბახმუტის მიმართულებით, ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა.