მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სი ძინ პინი რუსეთში ვიზიტის დროს ვლადიმირ პუტინს სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას შესთავაზებს - ISW

რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინგი

ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა, მოსკოვში რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, შესაძლოა, განიხილოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილების სქემები, - ამის შესახებ  ომის შესწავლის ინსტიტუტი იუწყება. 

ანალიტიკოსების პროგნოზით,  ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი რუსეთში ვიზიტის დროს ვლადიმირ პუტინს სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას შესთავაზებს.

ISW მანამდე წერდა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს 16-პუნქტიან შეთანხმებას, რომლის სავარაუდო მიზანიცაა ხელი შეუწყოს რუსეთს ჩინურ პროდუქტზე სანქციები ბელარუსის გავლით აირიდოს.

როგორც ცნობილია, კრემლმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ხელს მოაწერენ ორმხრივ დოკუმენტებს, რომელთა შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, და იმსჯელებენ რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობის აქტუალურ საკითხებზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინურმა კომპანიებმა რუსეთს დრონების ნაწილები და სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობა მიჰყიდეს. დასავლური ქვეყნების დაზვერვის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლება განიხილავს რუსეთისთვის ლეტალური შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობას.

„სი ძინპინი, სავარაუდოდ, აპირებს, განიხილოს პუტინთან და რუსეთის სხვა ოფიციალურ პირებთან სანქციების გვერდის ავლის სქემები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთისთვის ჩინური ტექნიკის გადაცემას“, - აღნიშნავენ ექსპერტები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 სერბეთი კრემლს შორდება, ბელგრადმა, შესაძლოა, სანქციები დააწესოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ - ამერიკელი ანალიტიკოსები 

👉 ყველა რაშისტი პასუხს აგებს, პასუხს აგებენ ყოველი უკრაინელის სიცოცხლისთვის - ზელენსკი

👉 გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა

👉 რუსეთის შეტევა ბახმუტზე კულმინაციას აღწევს, ზაპოროჟიეს რაიონში დამპყრობლები უკრაინული კონტრშეტევისთვის ემზადებიან - საბრძოლო რუკები 

👉 ნულოვანი რუსული ნავთობი და ნული რუსული გაზი - დღეს ეს არის ენერგეტიკული ბალანსი რუსეთთან ვაჭრობაში - მორავეცკი