მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტაივანის ძალის გამოყენებით დაბრუნებაზე უარს არ ვიტყვით“ - ჩინეთი

ჩინეთმა გადაწყვიტა, ვის დაუჭერს მხარს რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ

ტაივანის გარშემო ჩატარებული მასშტაბური სამხედრო წვრთნების შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კუნძულის ძალით გამოყენებით დაბრუნებაზე უარს არ იტყვის, - ამის შესახებ Associated Press იუწყება. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის საბოლოო მიზანი ქვეყნის „მშვიდობიანი“ გამთლიანებაა. 

„ჩვენ უარს არ ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და ვიტოვებთ შესაძლებლობას მივიღოთ ყველა საჭირო ზომა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით, ვუპასუხოთ ძალის გამოყენებით ან სხვა აუცილებელი საშუალებებით გარე ძალების ჩარევას ან სეპარატისტული ელემენტების რადიკალურ ქმედებებს. ჩვენი საბოლოო მიზანია ჩინეთის მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივის უზრუნველყოფა და ამ პროცესის წინსვლა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჩინეთმა წვრთნები 4-7 აგვისტოს, ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ ჩაატარა. ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების სცენარი ტაივანზე თავდასხმა იყო.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიას უწოდებს და მისი ანექსიის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩინეთის მიერ ტაივანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში, ვაშინგტონი კუნძულის ინტერესებს დაიცავს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?

✔️ დაკარგულია ათობით მიგრანტი - საბერძნეთის სანაპიროებთან ნავი ამოტრიალდა

✔️ რუსეთმა შესაძლოა, არალეგალურად შეიტანოს იარაღი სირიიდან კომერციული ტვირთის საფარქვეშ - Bloomberg

✔️ „ყირიმი სამხედრო გზით გათავისუფლდება“ - უკრაინელი გენერალი