მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტანკებთან დაკავშირებით, დარჩენილია უკანასკნელი ნახევარი ნაბიჯი“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ტანკების მოპოვების საკითხთან დაკავშირებით დარჩენილია „უკანასკნელი ნახევარი ნაბიჯის“ გადადგმა. კულება დარწმუნებულია, რომ გერმანულ „ლეოპარდებს“ უკრაინას მალე გადასცემენ.

„ტანკების საკითხებთან დაკავშირებით, დარჩენილია ნახევარი ნაბიჯი. ჩვენ უკვე მივიღეთ ბრიტანული Challenger-ები, რომლებზეც ამბობდნენ, რომ ეს შეუძლებელია. უკვე ვიღებთ ფრანგულ მსუბუქ ტანკებს. გვესმის, რომ საფრანგეთი ფიქრობს Leclerc-ის ტანკების მიწოდებაზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენამდე Leopard-იც მოვა, ფინალურ სტადიაზე ვართ“, - აღნიშნა კულებამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი ტიპის იარაღის მიწოდება პრობლემურია გერმანიისთვის:

„ასეთი ქვეყანაა, არსებობს სპეციფიკა, უნდა გავითვალისწინოთ ეს. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ყოველთვის ვიღებდით შედეგს და ამ შემთხვევაშიც ასევე მივიღებთ“, - დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 პენტაგონი: ბრედლის პირველი ქვეითი საბრძოლო მანქანები უკრაინაში უახლოეს კვირებში ჩავა

👉 ნატო არასდროს ყოფილა ისე გაერთიანებული, როგორც ეს უკრაინაში ომის დროს მოხდა - ჯონ კირბი