მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თეირანის სამხედრო პერსონალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნება სამიზნე“ - დანილოვმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ირანელი ინსტრუქტორების ლიკვიდაცია დაადასტურა

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

უკრაინის უშიშროების მაღალჩინოსანმა ოლექსი დანილოვმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ირანელი ინსტრუქტორების ლიკვიდაცია დაადასტურა.

დანილოვის განცხადებით, ნებისმიერი სხვა ირანელი, რომელიც მოსკოვის შეჭრის მხარდასაჭერად უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩავა, ასევე, გახდება სამიზნე.

„თეირანის სამხედრო პერსონალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნება სამიზნე“, - აცხადებს უკრაინის უშიშროების მაღალჩინოსანი.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ ირანელები იმყოფებოდნენ ყირიმში, ისინი რუსებს თეირანის მთავრობის მიერ მოწოდებული შაჰედ-136-ის შესწავლაში ეხმარებოდნენ. 

„თქვენ არ უნდა იყოთ იქ, სადაც არ უნდა იყოთ. ისინი ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ჩვენ ისინი აქ არ მოგვიწვევია და თუ ისინი ტერორისტებთან თანამშრომლობენ და ჩვენი ერის განადგურებაში მონაწილეობენ, ჩვენ უნდა მოვკლათ ისინი“, - აღნიშნა დანილოვმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, უკრაინაში დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

👉 „რაკეტები ყველასთვის საკმარისია“ - დმიტრი მედვედევი

👉 🎥 „აზოვსტალის“ მებრძოლები და ეროვნული გვარდიელები - უკრაინამ სახლში 36 ადამიანი დააბრუნა

👉 „ჩვენ არ ვგეგმავთ უკან დახევას“ - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ავდეევკასა და ბახმუტის რაიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

👉 მოლაპარაკებები არ იქნება, ჩვენი ერთადერთი სურვილი „რაშისტული“ მონსტრის განადგურებაა - დანილოვი