მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აზოვსტალის“ მებრძოლები და ეროვნული გვარდიელები - უკრაინამ სახლში 36 ადამიანი დააბრუნა

სამხედროები

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინაში 35 ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა სახლში, მათ შორის, მარიუპოლის დამცველები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა

„ტყვეთა მორიგი გაცვლა მოხდა. 36 ადამიანი დავაბრუნეთ სახლში - ერთი სამოქალაქო პირი და 35 სამხედრო. გათავისუფლებულთა შორის სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ და „აზოვსტალში“ იყვნენ, ასევე, ეროვნული გვარდიელები, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში ტყვედ ჩავარდნენ“, - აცხადებ ერმაკი.

ერმაკის თქმით, გათავისუფლებულ სამხედროებს შორის 22 ეროვნული გვარდიელია, 8 მესაზღვრეა, 4 სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლია და ერთი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეა. გათავისუფლებულ მოქალაქეს, სამწუხაროდ, ფეხი მოკვეთეს.

„ჩვენ ვახერხებთ სახლში დავაბრუნოთ ისინი, ვინც ტყვეობაში ომის 8 თვე გაატარეს. ჩვენ ყველას დავაბრუნებთ“, - დასძენს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთის მიზანი ადამიანების გამწარებაა, შეგვიძლია რუსეთს ვუწოდოთ ტერორისტების ბანდა - ალექსეი გონჩარენკო

👉 მოლაპარაკებები არ იქნება, ჩვენი ერთადერთი სურვილი „რაშისტული“ მონსტრის განადგურებაა - დანილოვი

👉 გთავაზობთ, ევროპარლამენტი იდიოტიზმის სპონსორად ვაღიაროთ - მარია ზახაროვა

👉 პანიკა ყირიმში და თავდაცვა დონბასში - საბრძოლო რუკები

👉 პუტინი გავლენას კარგავს - პოდოლიაკი რუსულ ელიტაში განხეთქილებას პროგნოზირებს