მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ საქართველო და მოლდოვა თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით დაკავდებიან, ეს აუცილებლად დაგვეხმარება“ - დანილოვი

დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის დამატებითი ფრონტების გახსნა სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას დიდად დაეხმარება.

„მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღმა დღეს თავის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა შემოიღო, შემიძლია ვთქვა: იქ მართლაც ხდება დიდი მოვლენები. იქ დღეს სომხეთი სთხოვს რუსეთს, რომ დახმარება გაუწიოს მის ჯარებს,  მაგრამ მათ იქიდან ჯარები გამოიყვანეს და გასულ კვირას გაგზავნეს ჩვენს ქვეყანაში.

გარდა ამისა, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ დღეს, იაპონიის განცხადების შემდეგ, რომ კურილის ჯაჭვის ოთხი კუნძული უშუალოდ იაპონიას ეკუთვნის, რუსეთის ფედერაციამ დაიწყო წვრთნები, მაგრამ სამხედრო პერსონალის რაოდენობა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სექტორში იმყოფება, ძალიან მცირეა, რადგან ყველა მათგანი აქ არის გამოგზავნილი.

საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა. თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა“, - განაცხადა დანილოვი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 „ეს არ იყო რეჟიმის შეცვლის მოწოდება“ - თეთრი სახლი ჯო ბაიდენის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

📢 ჯო ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის დარჩება თუ არა ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში - კრემლი

📢 უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება - ჯო ბაიდენი

📢 ავტოკრატ პუტინს ჰყოფნის სითავხედე და ადამიანებს დევნის - ჯო ბაიდენი 

📢 ბაიდენის შეურაცხყოფა ვლადიმერ პუტინის მიმართ, ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობას ავიწროებს - დმიტრი პესკოვი

📢 ქალაქ ლვოვზე საჰაერო თავდასხმა გრძელდება - უკრაინული მხარე