მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავტოკრატ პუტინს ჰყოფნის სითავხედე და ადამიანებს დევნის - ჯო ბაიდენი 

აშშ-ის პრეზიდენტი ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას

„პუტინმა საკუთარი თავის წინაშე დააყენა დავალება, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს მეზობლებს,“- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ბოლო 30 წელია ავტოკრატები თავიდან აღმოცენდნენ მთელ მსოფლიოში, ისინი დასდევენ და ებრძვიან დემოკრატიას და თავისუფლებას.

ბაიდენი აცხადებს, რომ კრემლს დემოკრატიის და ნატოს გაფართოების ეშინია. 

„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის დემოკრატიას, სადაც არის თავისუფალი არჩევანი. თავისუფალი საზოგადოება არის საფრთხის წინაშე. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით. დღეს კიევი, ხარკოვი, სხვა ქალაქები იბრძვიან. გავიხსენოთ 1956 წლის უნგრეთი და 1981 წელი ჩეხოსლოვაკია, საბჭოთა ტანკებმა გადაუარეს დემოკრატიის მხარდამჭერ აქციებს. ეს ყველაფერი გაგრძელდა იქამდე, ვიდრე 1989 წელს არ დაინგრა ბერლინის კედელი და არ დაიწერა ისტორიის ახალი ფურცელი და ჩამოინგრა საბჭოთა კავშირი. ადამიანებმა გაიმარჯვეს, მაგრამ დემოკრატიისთვის ბრძოლა მაშინ არ დასრულებულა. 

ბოლო 30 წელია ავტოკრატები თავიდან აღმოცენდნენ მთელ მსოფლიოში, ისინი დასდევენ და ებრძვიან დემოკრატიას, თავისუფლებას. რუსეთი ცდილობს სიმართლე მოახრჩოს. ამის გაკეთებას ცდილობს არა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. 

პუტინმა საკუთარი თავის წინაშე დააყენა დავალება, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს მეზობლებს. პრეზიდენტი ზელენსკი არის დემოკრატიულად არჩეული, ის არის ებრაელი, მისი ოჯახი თავის დროზე ჰოლოკოსტზე გამოექცა. პუტინს ჰყოფნის სითავხედე, ამ ავტოკრატს, რომ მოახდინოს ადამიანების თავიდან დევნა. 

აბრამ ლინკოლნის სიტყვები მახსენდება, „სიმართლე უფრო გაძლიერებთ“. გავაძლიეროთ დემოკრატია, გავაძლიეროთ ჩვენი ნაბიჯები ავტოკრატიის წინააღმდეგ და გვახსოვდეს, რომ ეს არის გამოწვევა თითოეული ჩვენგანისთვის. 

კრემლს უნდა წარმოადგინოს ნატოს გაფართოება როგორც იმპერიალისტური პროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთს, მაგრამ არაფერი ისე შორს არ არის სიმართლისგან, როგორც ეს თეორია. მათ ეშინიათ დემოკრატიის. ნატო არასდროს არ ემუქრება არავის, მათ შორის არ ემუქრება რუსეთს“, - აღნიშნა ბაიდენმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 ბაიდენის შეურაცხყოფა ვლადიმერ პუტინის მიმართ, ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობას ავიწროებს - დმიტრი პესკოვი

📢 ქალაქ ლვოვზე საჰაერო თავდასხმა გრძელდება - უკრაინული მხარე

📢 დროა აშშ-მ გაიგოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყოველ მტრულ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება მტკივნეული პასუხი - მარია ზახაროვა

📢 პუტინი გაკვირვებული იყო, როცა აღმოაჩინა, რომ ვერ შეძლო ნატოს მოკავშირეების გაყოფა - ჯო ბაიდენი

📢 რუსმა ოკუპანტებმა სლავუტიჩის მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს (ვიდეო)

📢 უკრაინაში ომი შეცვლის 21-ე საუკუნის ისტორიას - ჯო ბაიდენი

📢 რუსეთი იაპონიის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ სადავო კუნძულებზე წვრთნებს ჩაატარებს

📢 ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში გზა გადაკეტეს და დაჭრილ ბავშვებს არ ატარებენ - უკრაინული მხარე

📢 პუტინი 1-ლი აპრილიდან გამოძახებულ წვევამდელებს უკრაინაში საომრად გაგზავნის - ალექსეი არესტოვიჩი