უკრაინის პრემიერ მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უახლოესი 100 წლის განმავლობაში რუსეთთან შერიგება გამორიცხულია. გერმანულ გამოცემასთან Focus ინტერვიუში, შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინელები ასეთი რამისთვის 100 წლის შემდეგაც კი არ იქნებიან მზად, თუ რუსეთი მთლიანად არ შეიცვლება.
„არა - შერიგებას და თანამშრომლობას, უახლოესი 100 წლის განმავლობაში ეს არ იქნება. რუსეთი ჯერ უნდა შეიცვალოს, იყოს დემოკრატიული, დემილიტარიზებული და ბირთვული იარაღის გარეშე", - განაცხადა შმიგალმა.
უკრაინის პრემიერის თქმით, უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისებზე არავითარ შემთხვევაში არ წავა.
იხილეთ ასევე:
👉 ყირიმის დაბრუნებით აღვადგენთ მშვიდობას - ვოლოდიმირ ზელენსკი
👉 პუტინი: დასავლეთს ერთი მიზანი აქვს - ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი მთავარი ნაწილის, რუსეთის დაშლა