მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

უკრაინა შეტევაზე გადასასვლელად გაზაფხულზე იქნება მზად - დაზვერვა

უკრაინელების ტანკი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში აცხადებენ, რომ ქვეყნის არმია შეტევაზე გადასასვლელად გაზაფხულზე იქნება მზად, კონკრეტული თარიღი კი სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, დასავლური იარაღის მოწოდებაზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინელების შეტევის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი სამხრეთით, რუსული ფრონტის დაშლაა ყირიმსა და რუსეთს შორის.

სკიბიცკი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საბრძოლო მასალების საწყობებს დაარტყას, მათ შორის, ბელგოროდის ოლქში.

„იქიდან იწყებენ უკრაინაზე შეტევებს. ეს კი საფრთხეს გვიქმნის, მაგალითად, ხარკოვისთვის“, - აღნიშნავს ვადიმ სკიბიცკი.