მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში პოლიციამ ომის დაწყებიდან დღემდე 750 დივერსანტი დააკავა

ომი უკრაინაში

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში 88 დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი გამოაშკარავდა და დივერსიაში მონაწილე 750 პირი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოლექსი სერგეევმა განაცხადა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ეროვნული პოლიციის გამომძიებლებმა 484 სისხლის სამართლის საქმე გახსნეს. ეჭვმიტანილად უკვე გამოცხადდა 72 ადამიანი. 

„ომის დაწყებიდან დღემდე მხილებულია 88 დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი, დაკავებულია 750 ადამიანი, რომლებიც დივერსიულ საქმიანობაში მონაწილეობდნენ. აქედან 676 გადაეცა SBU-ს“, - განაცხადა სერგეევმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ კადიროვმა ლუგანსკში „ზარიას“ ქიმიური ქარხნის „გათავისუფლება“ გამოაცხადა

✔️ „აზოვსტალში“ კიდევ ორი მებრძოლი დაიღუპა

✔️ „აშშ-ს უკრაინაში ჰოლდომორის გამეორება სურს“ - ვიაჩესლავ ვოლოდინი