მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ-ს უკრაინაში ჰოლოდომორის გამეორება სურს“ - ვიაჩესლავ ვოლოდინი

დუმის სპიკერი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა უკრაინის მიმართ საბოლოოდ გამოიწვევს შიმშილს კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

გასულ დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ეძებს შესაძლებლობას, დააბრუნოს უკრაინული მარცვლეული მსოფლიო ბაზარზე. თეთრი სახლის ხელმძღვანელის აზრით, მიწოდების ზრდა გამოიწვევს ფასების შემცირებას.

ბაიდენის განცხადებას ვოლოდინი ასე გამოეხმაურა: „ვაშინგტონს სურს უკრაინაში ჰოლოდომორის მოწყობა“.

სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა განმარტა, რომ ამერიკული „ლენდ-ლიზი“ შეაფერხებს საომარი მოქმედებების დასრულებასა და უკრაინაში მშვიდობიანი ცხოვრების დაბრუნებას. მან დასძინა, რომ ამ ვითარებაში თავად კიევის რეჟიმს ესაჭიროება სურსათი.  

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ მარიუპოლის „გათავისუფლების“ შესახებ რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიამ RT-მ ფილმი გამოუშვა

✔️ „აშშ-ის მიზანია, შეზღუდოს რუსეთის პოლიტიკური გავლენა მსოფლიოში“ - დიმიტრი მედვედევი

✔️ „მერკელი არასოდეს ენდობოდა პუტინს“ - ბუნდესტაგის დეპუტატი

✔️ უკრაინელებმა ხარკოვში კონტრშეტევის დროს 30 რუსი სამხედრო გაანადგურეს, 2 კი ტყვედ აიყვანეს

✔️ „რუსულმა ძალებმა სპეცოპერაციის დაწყებიდან 807 უკრაინული დრონი გაანადგურეს“ - იგორ კონაშენკოვი