მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკვე მოვამზადეთ ასი თვითმფრინავი და არიან მზადყოფნაში“ - ნატო-ს გენერალური მდივანი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენ სტოლტენბერგმა ბრიუსელში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრით მთელი ევროპა დააყენა საფრთხის ქვეშ. ის მოუწოდებს პუტინს, გადავიდეს დიპლომატიის გზაზე და გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან. სტოლტენბერგის თქმით, ნატო გააგზავნის ჯარს იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება. 

„ძალიან ცუდია, რომ რუსეთმა დააყენა რისკის ქვეშ ადამიანების სიცოცხლე უკრაინაში. ისინი ბომბავენ სამხედრო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ ადგილებს. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ან ინფორმაციას უარყოფს, რუსეთის მთავრობა ატარებს სრულ პასუხისმგებლობას იმ ქმედებაზე, რაც მათ განახორციელეს უკრაინაში. ეს არის აშკარა დარღვევა საერთაშორისო ნორმების. ეს, ასევე, საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გადავიდეს დიპლომატიის გზაზე და გაიყვანოს თავისი ჯარები. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს. რუსეთი იყენებს ძალას, რომ არ მისცეს უკრაინას საშუალება, დამოუკიდებლად განვითარდეს. 

ნატო-მ გადაწყვიტა გაააქტიუროს თავისი გეგმები, რაც იქნება თავდაცვითი ნაბიჯი, რომ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენ გავაგზავნით ნატოს ძალებს იქ, სადაც საჭირო იქნება. უკვე გავაძლიერეთ თავდაცვითი ძალები, როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე. ჩვენ გავაგზავნით მეტ ჯარს ამ ადგილებში. უკვე მოვამზადეთ ასი თვითმფრინავი და არიან მზად ყოფნაში. ასევე, უამრავი საშუალება, რომ გავიდნენ ზღვაში. არ შეიძლება დაემუქრო სხვის დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას. 

დემოკრატია ყოველთვის იზეიმებს ავტოკრატიაზე. 

რუსეთს ახლა ემუქრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩაიდინა“, - განაცხადა იენ სტოლტენბერგმა.   

შეგახსენებთ, დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

ამავე თემაზე:

📢 18 რუსული სადესანტო თვითმფრინავი კიევში ერთ საათში ჩაფრინდება - უახლესი ცნობები

📢 „მსოფლიო ლიდერებო, თუ დღეს არ დაგვეხმარებით, ხვალ ომი თქვენს კარზე დააკაკუნებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

📢  „თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

📢 „ვლადიმერ პუტინის ეს საშინელი და ბარბაროსული წამოწყება მარცხით უნდა დასრულდეს“ - ბორის ჯონსონი

📢 რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქის საზღვარი გაარღვიეს

📢 „ნაძირლებო! ჩვენი ძალები ამ ოპერაციაში არანაირ მონაწილეობას არ იღებენ“ - ლუკაშენკო

📢 „გთხოვთ, ოქმში ასახოთ ჩემი მიმართვა - ეს ომი უფრო დიდ გაღატაკებას გამოიწვევს“ - ალექსეი ნავალნი სასამართლო სხდომაზე

📢 ოკუპანტების კიდევ 4 ტანკი დაიწვა და მე-6 თვითმფრინავი განადგურდა - უახლესი ინფორმაცია

📢 უკრაინელებმა კიდევ 3 რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს

📢 უკრაინელები კონტრშეტევაზე გადადიან - მოკლულია 50-მდე რუსი სამხედრო

📢 როგორ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება

📢 „განადგურებულია რუსეთის 7 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია“ - ქართველი ჯარისკაცი უკრაინაში

📢 ლუგანსკის რაიონში რუსებმა ორი სოფელი აიღეს და ააფეთქეს სატელევიზიო ანძა ლუცკში - უკრაინული მედია

📢 ომი თავისი მასშტაბებით სულ სხვა მოცემულობას გვაძლევს... რუსეთის უპირატესობა სარაკეტო სისტემებია - ზურაბ ბატიაშვილი

📢 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)