მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელების კონტრშეტევა გაფართოვდა და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში რუსეთის საზღვრისკენ გადაინაცვლებენ - ომის კვლევის ინსტიტუტი

ჯარისკაცები

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა კიდევ უფრო გაფართოვდა ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ან კვირებში გადაინაცვლებს რუსეთის საზღვრისკენ. ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის 7 მაისის დილის მდგომარეობის ანგარიშში ვკითხულობთ.

უკრაინული ძალები აგრძელებენ რუსეთის წინსვლის წინააღმდეგ ბრძოლას ბარვენკოვოზე (იზიუმის სამხრეთ-დასავლეთით). რუსებმა, როგორც ჩანს, უარი თქვეს პირდაპირ სამხრეთ-აღმოსავლეთ სლოვიანსკისკენ.

როგორც ანგარიშში წერია, უკრაინის კონტრშეტევა, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რუსული ჯარების განდევნას ხარკოვის საარტილერიო განადგურების ზონიდან. ასევე, მათი მიზანია, მიაღწიონ რუსეთის საზღვართან - ბელგოროდის რეგიონამდე.

„უკრაინული ძალების წინსვლის ამჟამინდელი ტემპის გათვალისწინებით, რუსებმა შესაძლოა, ხელი ვერ შეუშალონ უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსეთის საზღვართან მისვლას, თუნდაც დამატებითი გაძლიერებით... უკრაინის კონტრშეტევა აჩვენებს პერსპექტიულ შესაძლებლობებს და შეუძლია შექმნას პირობები შემდგომი შეტევითი ოპერაციებისთვის ხარკოვის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით“, - ნათქვამია ანგარიშში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 1,6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს - Reuters

✔️ „ბაირაქტარებმა“ ზმეინის კუნძულთან 3 რუსული სადესანტო კატარღა გაანადგურეს - სარდლობა „სამხრეთი“

✔️ რუსებმა დონეცკის ოლქში შანდრიგოლოვოს მიდამოები აიღეს - უკრაინის გენშტაბი

✔️ უკრაინასთან ომის ერთი დღე რუსეთს 900 მილიონი დოლარი უჯდება - Newsweek

✔️ ბელოგოროვსკის სკოლაზე ავიაიერიშის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა - ლუგანსკის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი