მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინასთან ომის ერთი დღე რუსეთს 900 მილიონი დოლარი უჯდება - Newsweek

რუსეტის პრეზიდენტი

უკრაინასთან ომის ყოველი დღე რუსებს 900 მილიონი დოლარი უჯდებათ. ამის შესახებ Newsweek-ს საინფორმაციო სააგენტო SOFREP-ის მთავარმა რედაქტორმა შონ სპუნტსმა განუცხადა.

ხარჯები მოიცავს რუსი ჯარისკაცების გადასახადს, მათთვის საბრძოლო მასალით, ტყვიებითა და რაკეტებით უზრუნველყოფას და დაკარგული ან დაზიანებული აღჭურვილობის შეკეთებას.

რუსეთს, ასევე, უწევს გადაიხადოს ომის დროს გაშვებული ათასობით კრიტიკული იარაღისა და საკრუიზო რაკეტისთვის, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარი ღირს.

როგორც უკრაინული მედია UNIAN წერს, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ომის შედეგად მიღებული პირდაპირი ზარალი რუსეთს დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

დამანგრეველი სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე, სავარაუდოდ, მომდევნო ათი წლის განმავლობაშიც იგრძნობა.

ექსპერტები ამბობენ, რომ რუსული რუბლის დაცემის გამო რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, 30 წლით უკან დაიხიოს. გარდა ამისა, შესაძლოა, რუსეთში ცხოვრების დონე მომდევნო 5 წლის განმავლობაში შემცირდეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ უკრაინელების კონტრშეტევა გაფართოვდა და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში რუსეთის საზღვრისკენ გადაინაცვლებენ - ომის კვლევის ინსტიტუტი

✔️ დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 1,6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს - Reuters

✔️ რუსებმა დონეცკის ოლქში შანდრიგოლოვოს მიდამოები აიღეს - უკრაინის გენშტაბი

✔️ ბელოგოროვსკის სკოლაზე ავიაიერიშის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა - ლუგანსკის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი

✔️ „ბაირაქტარებმა“ ზმეინის კუნძულთან 3 რუსული სადესანტო კატარღა გაანადგურეს - სარდლობა „სამხრეთი“