მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მტრის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

უკრაინელი სამხედრო

10 აპრილს დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის ორი დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ტელეგრამის არხზე დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

„კარგი ამბავია. ღამით, დნეპროპეტროვსკის რეგიონის თავზე, ჩვენმა სამხედროებმა ჩამოაგდეს მტრის ორი თვითმფრინავი“, - აღნიშნა რეზნიჩენკომ.

როგორც მანამდე უკრაინული მედია UNIAN წერდა, 10 აპრილის ღამეს დამპყრობლებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ობიექტები გაანადგურეს, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

კერძოდ, რუსული რაკეტა პავლოგრადსკის რაიონში სამრეწველო ობიექტს დაეჯახა, გაანადგურა შენობა, ასევე, გამოიწვია ხანძარი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 დამპყრობლები ცდილობენ, გაარღვიონ იზიუმის ტერიტორია და მარიუპოლზე სრული კონტროლი დაამყარონ - უკრაინის გენშტაბი

🔴 დიდი დანაკარგების გამო რუსეთის ჯარში დნესტრისპირეთის მაცხოვრებლები აიყვანეს - ბრიტანეთის დაზვერვა

🔴 ალექსანდროვკას აღების მცდელობისას რუსეთმა დაკარგა ასამდე სამხედრო და უამრავი აღჭურვილობა - უკრაინის გენშტაბი

🔴 კიევში ბორის ჯონსონი ჩავიდა