მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 18 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 13 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა - უკრაინის გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 18 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 13 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა

დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 18 თავდასხმა დონბასში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

„მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით, ბოლო დღის განმავლობაში, უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს მტრის თვრამეტი შეტევა, გაანადგურეს ცამეტი ტანკი, რვა საარტილერიო სისტემა, ოცდაშვიდი ერთეული ჯავშანტექნიკა, ორი ერთეული სპეციალური საინჟინრო ტექნიკა და მტრის ხუთი მანქანა”, - ნათქვამია მოხსენებაში.

შტაბის ცნობით,  საჰაერო თავდასხმის ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა შვიდ საჰაერო სამიზნე დაარტყეს.

„გასული დღის განმავლობაში შვიდი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: ხუთი „ორლან-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, ერთი „კა-52“ ტიპის ვერტმფრენი და ერთი ფრთოსანი რაკეტა. მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს მტრის 18 შეტევა, გაანადგურეს 13 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა, 27 ერთეული ჯავშანტექნიკა, 2 ერთეული სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობა და მტრის 5 მანქანა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️🎥 უკრაინის ეროვნული გვარდიის არტილერისტებმა საცხოვრებელი კორპუსის უკან დამალული დამპყრობლები გაანადგურეს

✔️ოკუპანტებმა სუმის ოლქს მძიმე არტილერიიდან შეუტიეს - არის გარდაცვლილი

✔️🎥 ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

✔️კიევი კვლავ რუსეთის მთავარი სამიზნეა, თავდასხმა ნებისმიერ წამს შეიძლება განხორციელდეს - კლიჩკო

✔️დამპყრობლები დონეცკის მიმართულებით შეტევას ცდილობენ - უკრაინის გენერალური შტაბი