მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთი კიევს ბირთვულ ელექტროსადგურზე თავდასხმაში ადანაშაულებს - BBC

უკრაინა

რუსეთი უკრაინას კურსკის რეგიონში მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილი ხანძრის გამო ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 24 აგვისტოს გამთენიისას, კიევმა დრონებით რამდენიმე რუსული ენერგეტიკული ობიექტი დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC გვაწვდის. 

ელექტროსადგურის პრესსამსახური Telegram-ის საშუალებით იუწყება, რომ დაშავებულები არ არიან და ხანძრის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა თავდასხმამ ტრანსფორმატორი დააზიანა. ამის მიუხედავად, რადიაციის დონე ნორმალურ დიაპაზონშია. 

მეხანძრეები, ასევე, ლენინგრადის რეგიონში გააგზავნეს, სადაც საწვავის ექსპორტის დიდი ტერმინალია განთავსებული. რეგიონის გუბერნატორის თქმით, დაახლოებით 10 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და ხანძარი სწორედ, ნამსხვრევებმა გამოიწვია. 

რუსეთის ბრალდებებზე უკრაინა კომენტარს არ აკეთებს.

პარალელურად, გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA) გამუდმებით მოუწოდებს როგორც რუსეთს, ისე უკრაინას, რომ ომის დროს მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებით.