მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის საჰაერო ძალებმა ფრთოსანი რაკეტა, უპილოტო აპარატი და ვერტმფრენი გაანადგურეს

რუსული უპილოტო აპარატი “ორიონი“

უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა და საჰაერო ძალებმა მოწინააღმდეგის ფრთოსანი რაკეტა, ერთი უპილოტო აპარატი და ვერტმფრენი გაანადგურეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

„უკრაინის ბომბდამშენი და მოიერიშე ავიაცია ავიაგამანადგურებლების დაცვით საოკუპაციო ძალებზე სარაკეტო და ბომბების დარტყმებს განაგრძობს“, - წერის უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, 8 აპრილს უკრაინამ პარტნიორი ქვეყნებიდან უახლესი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი S-300 მიიღო, რომელიც უახლოეს მომავალში საბრძოლო მორიგეობას შეუდგება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 7 აპრილს უკრაინულმა ძალებმა უახლესი რუსული მოიერიშე უპილოტო აპარატი „ორიონი“ გაანადგურეს.