მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით რუსული ტექნიკა დაწვეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით რუსული ტექნიკა დაწვეს

რუსეთის ფედერაციის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე სამხრეთის მიმართულებით გადაადგილება სცადა, თუმცა, უკრაინელმა დამცველებმა სწრაფად აღმოაჩინეს ოკუპანტები და მათ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს. 

ჯარების ჯგუფმა „სამხრეთმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ანადგურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები რუსულ აღჭურვილობას.

სარდლობის ცნობით, ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე შეუმჩნეველი გავლა სცადეს.

რაშისტები, რომლებიც ცდილობდნენ წინსვლას, შენიშნეს „სამხრეთის“ მებრძოლებმა. მათ გაანადგურეს კოლონა, რის შემდეგაც ვერცერთმა რუსმა დამპყრობელმა ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილს.

„სამხრეთის“ ძალები არ დაუშვებენ მტრის შეუმჩნეველ გადაადგილებას უკრაინის ტერიტორიაზე და არ მისცემენ საშუალებას დაარტყან ადგილობრივ მოსახლეობას. ასე გააგრძელეთ, ჩვენ გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉🎥 ოკუპირებულ მაკეევკაში რუსული ჯარების ნავთობის საცავი იწვის

👉უკრაინაში „კადიროველი“ სამხედროების დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში დიდი ქორწილები აკრძალეს

👉ევროკავშირი რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს

👉 რუსეთმა დონბასის ჩრდილოეთით 22 ბატალიონი განათავსა - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

👉 „არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მუქარის, მისი შეჩერება მხოლოდ სასტიკ ძალას შეუძლია“ - ანჯეი დუდა