მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მუქარის, მისი შეჩერება მხოლოდ სასტიკ ძალას შეუძლია“ - ანჯეი დუდა

პოლონეტის პრეზიდენტი

რუსეთთან დაპირისპირებაში წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სასტიკი ძალის გამოყენებით, რომელსაც შეუძლია მოსკოვის შეჩერება, - ამის შესახებ  პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

„რუსეთის მუქარის არ უნდა გვეშინოდეს. თუ  გვსურს მივაღწიოთ რაიმე წარმატებას რუსეთთან ურთიერთობაში, ამ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, შეგვიძლია მივაღწიოთ ნებისმიერ წარმატებას მხოლოდ ბრუტალური ძალის გამოყენებით, რადგან მხოლოდ სასტიკ ძალას შეუძლია შეაჩეროს რუსეთი“, - განაცხადა დუდამ.

მისი თქმით, რუსეთი დასავლეთისთვის ბიზნესპარტნიორი არ არის.

„დასავლეთი რუსეთს ჯერ კიდევ ხედავს, როგორც ბიზნესპარტნიორს, მაგრამ რუსეთი არ არის ბიზნესპარტნიორი“, - აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი.

დუდამ, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის თითქმის ყოველდღე ეკონტაქტება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზიუმთან რუსული კოლონა გაანადგურეს

✔️ რუსეთმა ლუგანსკის ოლქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

✔️ რუსული არმიიდან სამოქალაქო პერსონალს მასობრივად ათავისუფლებენ - უკრაინის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო

✔️ ავსტრალია დამატებით სანქციებს უწესებს რუს პოლიტიკოსებს, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების „ოფიციალურ პირებს“

✔️ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის მიმართულებით 40 კილომეტრით უკან დახიეს რუსული ჯარები - ჟურნალისტი