მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინული ძალები იზიუმის მიმართულებით სავარაუდოდ, კონტრშეტევის დაწყებას შეძლებენ - ISW

ომი უკრაინაში

უკრაინული ძალები იზიუმის მიმართულებით დიდი ალბათობით კონტრშეტევის დაწყებას შეძლებენ. ამის შესახებ „ომის შემსწავლელ ინსტიტუტში“ აცხადებენ. 

მათივე თქმით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილიდან ჯარების გადაყვანას სამხრეთ უკრაინის თავდაცვითი პოზიციების მხარდასაჭერად, რაც შეასუსტებს ოკუპანტების ძალებს სლავიანსკის მიმართულებით. 

ISW ციტირებს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის ვადიმ სკიბიცკის ფრაზას, რომლის თანახმადაც ორი კვირის წინ რუსეთის ჯარებმა დონეცკის რეგიონიდან საჰაერო-სადესანტო ძალების ტაქტიკური ჯგუფები გაიყვანა.

ექსპერტების აზრით, დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილიდან რუსული ჯარების ნაწილობრივი გაყვანა მტრის ძალებს აუცილებელ საბრძოლო ძალას წაართმევს. 

„მათი გაყვანა სავარაუდოდ, შეუქმნის უკრაინულ ძალებს კონტრშეტევის წამოწყების შესაძლებლობას იზიუმის მიმართულებით, ისევე როგორც რუსეთის მიერ ლუგანსკის ოლქის დაკავებამ საშუალება მისცა უკრაინას ხერსონის ოლქში კონტრშეტევა დაეწყო“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „სამართლიანობა აღსრულდა“ - აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, „ალ ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლეს

✔️ შოლცი - უკრაინა იღებს იარაღს, რომელიც გერმანულ ჯარსაც კი არ აქვს