მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია“ - დმიტრო კულება

დმიტრო კულება

„უკრაინა მზადაა მარცვლეულის ექსპორტისთვის საერთაშორისო ბაზარზე და მოლაპარაკებები მიწოდების განბლოკვაზე დასკვნით ეტაპზეა“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას რუსეთთან შესათანხმებლად ორი ნაბიჯი აშორებს.

„რუსეთთან შეთანხმებას ორი ნაბიჯი გვაშორებს. აუცილებელია რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების მოგვარება. ჩვენ ვართ ფინალურ ფაზაში და ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. თუ მათ სურთ, მალე დაიწყება მარცვლეულის ექსპორტი“, - განაცხადა კულებამ.

მინისტრმა დასძინა, რომ ხედავს მხოლოდ ერთ პოტენციურ მიზეზს, რის გამოც რუსეთმა შესაძლოა, შეიცვალოს პოზიცია მარცვლეულის ბლოკადასთან დაკავშირებით. 

„მათ სურთ, აჩვენონ აფრიკისა და აზიის ქვეყნებს, რომ სურთ, გადაარჩინონ ისინი საკვების ნაკლებობისგან, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რუსეთს არ აინტერესებს უკრაინის ექსპორტი, რადგან მათ იციან, რომ თუ ჩვენ გავიტანთ ექსპორტს, შემოსავალს მივიღებთ საერთაშორისო ბაზრებიდან და ეს გაგვაძლიერებს“, - აღნიშნა კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთი მომალ კვირაში, სავარაუდოდ, დონბასის პატარა ქალაქებს აიღებს - ბრიტანული დაზვერვა