მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ პუტინმა ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა - უკრაინის დაზვერვა

ვლადიმერ პუტინი და ვალერი გერასიმოვი

თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საოკუპაციო ძალების ახლად დანიშნულ მეთაურს, ვალერი გერასიმოვს დონბასის აღება მარტამდე დაავალა.

„პუტინი ყურადღებას არ აქცევს რეალობას, ამიტომაც არ შეცვლილა თავისი გლობალური მიზნები. პუტინი არ ტოვებს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და უკრაინელების, როგორც ერის განადგურების გეგმებს.

ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რაშისტებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებაზე - ეს არის დონბასი. შემდეგი ვადები, რომლებიც მან [პუტინმა] უკვე განუსაზღვრა გერასიმოვს, ვთქვათ, როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომის ახალ ლიდერს და მან ქვედა ზღვარი უკვე დააწესა - ეს არის დონბასის აღების მიზანი და იქ გარკვეული უსაფრთხოების ზონის ფორმირება, უკვე მარტამდე. ეს არ არის პირველი ვადები. ყოველ ჯერზე ეს ვადები იცვლებოდა. საცაა ერთი წელი გავა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან და აგერ უკვე ერთი წელია რაც კიევს იღებენ 3 დღეში. ამჯერადაც არაფერი გამოუვათ“, - აღნიშნა იუსოვმა.

მან აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი ვადები, რაც რუსეთის ფედერაციას დაუდგენია და ყოველ ჯერზე გადაიდო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უახლოეს ექვს თვეში კრემლი, სავარაუდოდ, შეეცდება დაიბრუნოს ინიციატივა ბრძოლის ველზე - ISW

✔️ რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს - არიან დაშავებულები

✔️ რუსეთის შესაჩერებლად ახლავე უნდა ვიმოქმედოთ - მატეუშ მორავეცკი

✔️ ამერიკელმა ანალიტიკოსებმა რუსეთის ახალი დიდი შეტევის სცენარები დაასახელეს

✔️ რუსები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი