„ნიგერიაში ბოლოდროინდელი წყალდიდობა მასშტაბურ კატასტროფად იქცა“, - ამის შესახებ ნიგერიის კატასტროფების მართვის მინისტრმა სადია უმარ ფარუკმა განაცხადა.
როგორ BBC წერს, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მომხდარი ყველაზე მასშტაბური წყალდიდობის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 1,3 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა, ხოლო 200 000-ზე მეტი სახლი განადგურდა.
ნიგერიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წყალდიდობის მიზეზი უჩვეულოდ ძლიერი წვიმა და კლიმატის ცვლილებაა.
ამასთან, ექსპერტების თქმით, სიტუაციას ცუდი დაგეგმარება ამწვავებს. წყალდიდობა ზაფხულის პერიოდში დაიწყო და სრულად გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი.
არსებობს რისკი დაავადების გავრცელების შესახებ. მოსახლეობისთვის შეფერხებულია საკვების და საწვავის მიწოდება.
ნიგერიის მეტეოროლოგიური სამსახურები იტყობინებიან, რომ წყალდიდობა ნიგერიაში შეიძლება ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდეს.
სტიქიამ ნიგერიის 36 შტატიდან 27 დააზარალა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
✔️ გაერომ, უკრაინამ და თურქეთმა „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს
✔️ ბარში შეიარაღებულმა პირებმა 12 ადამიანი მოკლეს - შემთხვევა მექსიკაში
✔️ „გადადგეს კალაძე“ - თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
✔️ ოკუპანტებმა კიევი „კამიკაძე-დრონებით“ დაბომბეს - უკრაინული მხარე