ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ კოპენჰაგენში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე მსოფლიო ლიდერებთან ხუმრობით ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ ომი, რომელიც არასდროს მომხდარა, დასრულდა.
კერძოდ, სექტემბერში ტრამპმა შეცდომით განაცხადა, რომ მან აზერბაიჯანსა და ალბანეთს შორის კონფლიქტის მოგვარება მოახერხა, მაშინ, როცა სინამდვილეში საუბარი იყო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გვერდით მდგომმა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ მაკრონისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა იმის გამო, რომ მან პოლიტიკოსებს „ალბანეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის“ მოგვარება არ მიულოცა.
„თქვენ ბოდიში უნდა მოიხადოთ ორივეს წინაშე“, - მიმართა რამამ მაკრონს, - „იმიტომ, რომ არ მოგვილოცეთ ალბანეთსა და აზერბაიჯანს შორის პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება“, - აღნიშნა რამამ, რამაც თანამოსაუბრეების სიცილი გამოიწვია.
„ვწუხვარ ამის გამო“, - ხუმრობით უპასუხა მაკრონმა.
აღსანიშნავია, რომ ტრამპს არა მხოლოდ ალბანეთი აერია სომხეთში, არამედ შეცდომით განაცხადა, რომ მან „კამბოჯასა და აზერბაიჯანს“ შორის ომი შეაჩერა.
Arnavutluk Başbakanı Edi Rama, Macron’a:
— THS Haber (@temmuzhaber) October 2, 2025
İlham Aliyev’i ve beni tebrik etmelisiniz.
Trump aramızdaki çatışmayı sona erdirdi. pic.twitter.com/r7oi4VLaPa